суббота, 30 ноября 2013 г.

მე-5 დღე :
დღეს ინტერნეტი გამორთული იყო, რაც ცუდად აისახა ჩვენს განწყობაზე. დაუღალავმა ტრენერმა სამუშაო მაინც არ მოგვაკლო. მონაწილეებმა წარმოადგინეს პროექტების პრეზენტაციები.ყველას ჰქონდა საშუალება საკუთარი აზრი გამოეთქვა. ტრენერი ძალიან მისაღებ,  საინტერესო  მიმართულებასა და შენიშვნებს უთითებდა პრეზენტატორებს. გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშებს. 

воскресенье, 24 ноября 2013 г.

მეოთხე დღე;
პროექტი  უფროდაუფრო საინტერესო და დატვირთული ხდება. ადრე დრო თითქოს ნელა გადიოდა. ახლა კი- სწრაფად. დღეს ბევრი საინტერესო    და გამოსაყენებელი რამ ვისწავლეთ. გავერკვიეთ პროექტის დაწვრილებით დეტალებში. შევქმენით პროექტის პრეზენტაცია.

суббота, 23 ноября 2013 г.

მესამე დღე:
დავსახეთ პროექტის მიზნები,მოკლედ ჩამოვაყალიბეთ პროექტის შინაარსი. ჩვენმა ენერგიულმა ხათუნამ  პრაქტიკული მაგალითების ჩვენებით უფრო ნათელი გახადა, თავიდან  ბუნდოვანი თემა. ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვების შედარება კი საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

воскресенье, 17 ноября 2013 г.

მეორე დღე:
ნაყოფიერი იყო რადგანაც ვისწავლე პროექტების დაგეგმვა. გავეცანით პროექტის საინტერესო ნიმუშებ და დეტალურად განვიხილეთ. გავეცანით ახალ რესურსებს. ჩემთვის ბუნდოვან საკითხს ჩვენი ტრენერი ხათუნა გულისხმიერად გვინმარტავდა. ბევრ ახალ მასალას გავეცანით. 
1-ლი დღე:
დღევანდელი დღე სიახლეებით იყო დატვირთული. ქ-ნ ხათუნამ დასაწყისში დაწვრილებით მიმოიხილა ტრენინგის შინაარსი. ჩვენც აქტიურად ჩაგვრთო ტრენინგის მსვლელობაში. დაყოფილი ვიყავით ჯგუფებად, წყვილებად. განვიხილეთ სხვადასხვა სასწავლო  რესურსები და პროექტები.1-მ დღემ საინტერესოდ ჩაიარა.