четверг, 19 декабря 2013 г.

მე-9 დღე
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა საკუთარი პორტფოლიოს პრეზენტაცია.საკმაოდ საინტერესო იყო მონაწილეთა გამოსვლა. გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება. ხათუნამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა  ზოგიერთი დავიწყებული საკითხი.  რაც მთავარია ჩვენი პორტფოლიოების საქაღალდეები ავტვირთეთ ჩვენს ბლოგებზე.
   საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე ამ  ტრენინგით. ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო ყოველი დღე. უღრმესი მადლობა ჩვენს დაუშრეტელ ენერგიის  წყაროს, ქ-ნ ხათუნას, რომელმაც საკმაოდ ადვილად აგვათვისებინა უამრავი მასალა.
         



       გილოცავთ ნიკოლოზობას. მისი მადლი გფარავდეთ.




воскресенье, 8 декабря 2013 г.

მე-8 დღე
რომელი  ერთი სიახლით დავიწყო აღარ ვიცი. უამრავი ინფორმაციის გაცნობა ხდებოდა.
ვისწავლეთ ფაილების ატირთვა. სხვადასხვა დიზაინით , ფერით გაფორმება. გავეცანით ახალ საიტებს, მივიღეთ სასარგებლო  რჩევები.გავეცანით მე-7 მოდულს,ფასილიტაციის მასალებს......დრო შეუმჩნევლად გაგვეპარა. მადლობა.


суббота, 7 декабря 2013 г.

მე-7 დღე
როგორც ყოველთვის ეს დღეც სიახლეებით იყო სავსე. განვიხილეთ მე-6 მოდული. გამოვყავით მოსწავლეთა საჭიროებები. კერძოდ მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლება. ჩვენი პორთფოლიოები შევავსეთ საჭირო მასალით.გავიაზრეთ სწავლების სხვადასხვა სტილი. შევქმენით სხვადასხვა შაბლონები.

воскресенье, 1 декабря 2013 г.

მე-6 დღე 
დღეს განვიხილეთ მე-4 მოდული. შევქმენით მოსწავლის სხვადასხვა სახის  საწავლო ნიმუშები.განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება,მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში. გავეცანით მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენას. კმაყოფილი ვასრულებ დღევანდელ  ტრენინგს. მადლობა!

суббота, 30 ноября 2013 г.

მე-5 დღე :
დღეს ინტერნეტი გამორთული იყო, რაც ცუდად აისახა ჩვენს განწყობაზე. დაუღალავმა ტრენერმა სამუშაო მაინც არ მოგვაკლო. მონაწილეებმა წარმოადგინეს პროექტების პრეზენტაციები.ყველას ჰქონდა საშუალება საკუთარი აზრი გამოეთქვა. ტრენერი ძალიან მისაღებ,  საინტერესო  მიმართულებასა და შენიშვნებს უთითებდა პრეზენტატორებს. გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშებს. 

воскресенье, 24 ноября 2013 г.

მეოთხე დღე;
პროექტი  უფროდაუფრო საინტერესო და დატვირთული ხდება. ადრე დრო თითქოს ნელა გადიოდა. ახლა კი- სწრაფად. დღეს ბევრი საინტერესო    და გამოსაყენებელი რამ ვისწავლეთ. გავერკვიეთ პროექტის დაწვრილებით დეტალებში. შევქმენით პროექტის პრეზენტაცია.

суббота, 23 ноября 2013 г.

მესამე დღე:
დავსახეთ პროექტის მიზნები,მოკლედ ჩამოვაყალიბეთ პროექტის შინაარსი. ჩვენმა ენერგიულმა ხათუნამ  პრაქტიკული მაგალითების ჩვენებით უფრო ნათელი გახადა, თავიდან  ბუნდოვანი თემა. ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვების შედარება კი საკმაოდ ნაყოფიერი იყო.